Monolith Green City მდებარეობს თბილისის ცენტრში, ტურისტულ ზონაში, რაც მას ძალიან მიმზიდველს ხდის ინვესტიციებისთვის. საქართველოში ჩამოსული სტუმარი დედაქალაქთან გაცნობას ორთაჭალის რაიონიდან იწყებს.
Monolith Green City აშენებს საცურაო აუზს, სარბენ და ველოსიპედის ბილიკებს, საბავშვო მოედნებს, სასეირნო და სპორტულ მოედნებს. ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერები, პავილიონები და დენდროლოგიური პარკი სხვადასხვა უნიკალური მცენარეებით, რათა მოსახლეობას არ მოაკლდეს გამწვანება და სუფთა ჰაერი.
მონოლითის პატარა მაცხოვრებლებისთვის მოეწყობა უსაფრთხო გარემო, გასართობი ადგილები და საბავშვო მოედნები.
სკოლა და საბავშვო ბაღი სახლთან ახლოს იქნება, რაც ძალიან მოსახერხებელი იქნება ნებისმიერი მშობლისთვის.