Calligraphy Towers

$
900.00
მდებარეობა
მშენებარე კომპლექსი Calligraphy Towers ბათუმში შენდება ახალი ბულვარის სიახლოვეს ჟიული შარტავას ქუჩაზე. ზღვის სანაპიროს, არდაგანის ტბას და მოცეკავავე შადრევნებს კომპლექსს 5 წუთის სავალი გზა აშორებს. 2,5 კმ დაშორებითაა ბათუმის ნავსადგური და საბაგირო გზა „არგოს“ ქვედა სადგური.
ინფრასტრუქტურა
კომპლექსის სიახლოვეს განთავსებულია ყველანაირი აუცილებელი ინფრასტრუქტურული ობიექტი - საბანკო განყოფილებები, მაღაზიები, 24 საათიანი სუპერმარკეტები, სასურსათო ჰიპერმარკეტი Carrefour, ბიზნეს ცენტრი, სწრაფი კვების ობიექტები, კაფე, რესტორნები, საცხობები და აფთიაქები.
კილომეტრის რადიუსში მდებარეობს სტადიონი „დინამო“, რეფერალური საავადმყოფო, რესპუბლიკური საავადმყოფო, სტომატოლოგიური კლინიკა და სამედიცინო ცენტრი, აგრეთვე ბათუმის საერთაშორისო საუნივესიტეტო ჰოსპიტალი და უნივერსიტეტი «BAU».
6 მაისის პარკი, ბათუმის აკვარიუმი, დელფინარიუმი, ზაფხულის კინოთეატრი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახლემწიფო უნივერსიტეტი და საზღვაო აკადემია მდებარეობს კომპლექსიდან 1,5 კილომეტრის დაშორებით.
ტრანსპორტი
უახლოესი გაჩერება ორი წუთის სავალ გზაზეა, კომპლექსთან კურსირებენ ავტობუსის ხაზები № 7 და № 11 და რამოდენიმე სამარშრუტო ტაქსი. ბათუმის ძველ ავტოსადგურამდე მანძილი 2,8 კილომეტრია, ბათუმის ავტობუსების ტერმინალი „მეტრო“ კომპლექსიდან 4,6 კმ დაშორებითაა განლაგებული, ავტოსადგური „ბათუმი ცენტრალი“ და რკინიგზის სადგური „ბათუმი-სამგზავრო“ - 6 კმ დაშორებითაა. ავტომობილით 9 წუთში შესაძლებელია მოხვედრა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტ „ჭოროხში“.
პროექტის დახასიათება
საცხოვრებელი კომპლექსი Calligraphy Towers – 35 დან 45 სართულამდე სამი კორპუსისა და 3 სართულიანი პლატფორმისგან შემდგარი ნაგებობაა. მშენებარე კომპლექსი არის თანამედროვე არქიტექტურისა და დიზაინის დახვეწილი გადაწყვეტილებების განსახიერება. პროექტზე მუშაობენ Grand Construction & Engineering Company - ის წარმომადგენლები და სხვა საერთაშორისო კომპანიები.
კონსტრუქციის სიმყარეს უზრუნველყოფს მონოლითური საძირკველი და რკინაბეტონის მონოლითური კარკასი. გარე ფასადის კედლები იფუთება მრავალწლიანი თბოიზოლატორით. ვენტილირებადი ფასადი სრულდება მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიის SPS GROUP -ის მიერ.
ყველა საინჟინრო კომუნიკაციები დაერთებულია ქალაქის ცენტრალურ ქსელზე. ცათამბჯენებში მონტაჟდება:
  • უხმო ჩქაროსნული სამგზავრო და სატვირთო ლიფტები
  • ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაცია;
  • მონოფონი;
  • თანამედროვე საინჟინრო სისტემები და ტენოლოგიური დანადგარები.
ჰოლში იმუშავებს რესეფშენი. სრულდება შემოსასვლელებისა და საერთო სარგებლობის ადგილების დიზაინერული გაფორმება.
კეთილმოწყობის თავისებურებები
3 სართულიან პლატფორმაზე მოეწყობა დასასვენებელი და სამუშაო ზონა:
  • Piano & Lounge Bar ცოცხალი მუსიკით;
  • კინოთეატრი Calligraph Cinema;
  • საკონფერენციო დარბაზი;
  • Meeting Room;
  • Coworking
  • ადგილობრივი, აზიური და ევროპული სამზარეულოს რესტორნები;
  • ბავშვთა გასართობი ცენტრი.
კომპლექსში ასევე მოეწყობა სარეკრეაციო ზონა, მინი საფეხბურთო მოედანი და სხვა სპორტული თამაშების მოედნები, დასასვენებელი პარკი, ტენისის კორტი, SPA-ცენტრი, მე-40 სართულზე განლაგებული ბარი Diamond Sky Area, ღია და დახურული აუზები და ბავშვთა განვითარების ცენტრი Global International School.
კომპლექსში ნივთების შესანახად გათვალისწინებულია სპეციალური შემნახველი საკნები, ველოსიპედების დეპო. ავტომობილის დატოვება მობინადრეებსა და მათ სტუმრებს შეეძლებათ კომპლექსის მიწისქვეშა პარკინგზე.
ცათამბჯენების გარშემო ტერიტორიაზე მოეწყობა ფართო საფეხმავლო ბილიკები და გასასვლელები, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, ტერიტორია იქნება გამწვანებული და გაფორმებული ლანდშაფტური დიზაინის ელემენტებით. მთელ კომპლექსში და მის ტერიტორიაზე დამონტაჟდება სათვალთვალო კამერები, იმუშავებს დაცვის სამსახური.
უძრავი ქონების რეალიზაცია
კომპლექსში შესაძლებელია 1 ან 2 ოთახიანი აპარტამენტების შეძენა. აგრეთვე იყიდება სტუდიოს ტიპის 29 კვ.მ-ის ბინები. ჭერის სიმაღლე - 2,8 მეტრია.
ღირებულებაში შედის აპარტამენტი თეთრი კარკასის მდგომარეობით, ენერგოეფექტური მინაპაკეტის მეტალოპლასტმასის ფანჯრებით. მონტაჟდება სისტემა“ ჭკვიანი სახლი“, რომელიც საშუალებას იძლევა აკონტროლოთ და არეგულიროთ აპარტამენტები ნებისმიერი პარამეტრი.
აპარტამენტების რეალიზაცია შესაძლებელია დისტანციურადაც, რაც დროისა და ფინანსების დაზოგვის საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მყიდველს. მომავალ მობინადრეებს შეუძლიათ გააქირავონ აპარტამენტები და მიიღონ მმართველი კომპანიისგან გარანტირებული შემოსავალი 8 % -ის ოდენობით.
გაყიდვების ოფისში და კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაძლებელია სამშენებლო სამუშაოების გრაფიკის, ამოგების ცხრილი, მმართველობის ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტაციის გაცნობა.
მშენებარე კომპანიის შესახებ
სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს კომპანია Grand Maison, რომელიც გახლავთ უმსხვილესი საინვესტიციო-სამშენებლო ჰოლდინგი საქართველოში. ორგანიზაცია ახორციელებს თავის ძირითად საქმიანობას ქ. ბათუმის ტერიტორიაზე.

რაიონი: ბათუმი: ძველი ქალაქი და ცენტრი

ჭერის სიმაღლე: 2,7 - 2,84

დასრულების დრო: 2025

მდგომარეობა: შავი კარკასი

მდგომარეობა: თეთრი კარკასი

ახლომდებარე ობიექტები: ფიტნეს კლუბი

ახლომდებარე ობიექტები: სავაჭრო ცენტრი

ახლომდებარე ობიექტები: პარკი

ასევე