Ambassadori Batumi Island

$
3000.00
აღსანიშნავია, რომ არსებული საზოგადოებრივი პლაჟის სიგრძე, მდინარე “ბარცხანიდან” „თამარის“ დასახლების სანაპიროს ჩათვლით დღეისათვის შეადგენს 1,7 კმ-ს. წარმოდგენილი პროექტით ეს მაჩვენებელი ნახევარკუნძულების სანაპირო ზოლის ხარჯზე, იზრდება ორჯერ და 3,6 კმ-ს შეადგენს. აჭარის სანაპიროზე ეს ყველაზე წყალმარჩხი, ტალღებისგან დაცული და ნაპირების მორფოდინამიკის მხრივ გამორჩეულად სტაბილური ადგილია. პროექტზე, ნაპირსმაგრ სამუშაოებზე და უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავებასა და დაცვაზე იმუშავებენ საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები. ნახევარკუნძულებზე გათვალისწინებულია კასკადური განაშენიანების საზოგადოებრივი და საცხოვრებელი დანიშნულების ობიექტების მშენებლობა, მათ შორის მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსები საზოგადოებრივი პლაჟებით, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეებით, აკვაპარკით. სამხრეთ ნახევარკუნძულის სავარაუდო ფართი _20,0 ჰა-მდე; ჩრდილოეთ ნახევარკუნძულის სავარაუდო ფართი _20,0 ჰა-მდე; კუნძული „ღუზა“ ფართი -10,0 ჰა-მდე; დამცავი მოლის სიგრძე - 1,3 კმ; ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების შექმნის პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100 000 000 (ასი) მლნ. აშშ დოლარს; კუნძულზე დასაქმდება 2000-ზე მეტი ადამიანი; პროექტის განხორციელების ვადაა - 7 წელი; პირველი ეტაპი- ჩრდილოეთ ნახევარკუნძულის შექმნა - 2,5 წელი; მეორე ეტაპი - სამხრეთ ნახევარკუნძულის შექმნა - 2 წელი; მესამე ეტაპი - კუნძულისა და დამცავი მოლის შექმნა - 2,5 წელი.

დასრულების დრო: 2027-2028

რაიონი: ბათუმი: ახლი ბულვარი

ახლომდებარე ობიექტები: ტბა/ზღვა

ახლომდებარე ობიექტები: სკვერი

ახლომდებარე ობიექტები: საერთო სამუშაო სივრცე

ასევე