Eco City

$
690.00
ადგილმდებარეობა მშენებლობა მიმდინარეობს ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე, სახლი 61 ბ. ქალაქის ეს ნაწილი დაშორებულია კურორტული ხმაურისაგან, ამავდროულად მოშორებულია სანაპიროსგან სულ რაღაც 1.5 კმ–ით ან 15-20 წუთის ფეხის სავალზე. ასევე იგეგმება სახლის ეზოში მუნიციპალური საბავშვო ბაღის აშენდება. რა არის გარშემო რუკაზე ჩანს, რომ სამშენებლო ობიექტიდან არც ისე შორს არის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. აქვეა "ლიბერთი" ბანკის ფილიალი, ქართულ-ამერიკული სკოლა, საბავშვო ბაღი, სასურსათო ჰიპერმარკეტი "აგროჰაბი", რეფერალური საავადმყოფო. ასევე მიმდებარედ განლაგებულია რაგბის სტადიონი, ახალი ფეხბურთის სტადიონი "დინამო" და შინდისის გმირების სახელობის პარკი. ტრანსპორტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადის ბაგრატიონისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებზე. მშენებარე სახლიდან ძველ ავტოვაგზალამდე და ბათუმის საზღვაო პორტამდე 2კმ—ზე ცოტა მეტი მანძილია. რკინიგზის სადგურ "ბათუმის სამგზავრომდე" მანძილი დაახლოებით 5 კმ, აეროპორტამდე 3 კმ–ზე ცოტა მეტი. პროექტის თავისებურებები ბათუმის საცხოვრებელი კომპლექსი Eco City არის თანამედროვე 14 სართულიანი შენობა, რომელსაც გააჩნია გააზრებული სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, კეთილმოწყობილი ეზო და დამონტაჟებული ვიდეო მონიტორინგის სისტემა, რომელიც მოიცავს საჯარო ტერიტორიის ყველა ზონას. მანქანებისთვის არის გათვალისინებული მიწისქვეშა პარკინგი და ეზოში დროებითი განთავსების ადგილები. ბავშვები შეძლებენ თამაშს სახლთან ახლოს უსაფრთხო და საინტერესოდ აღჭურვილ მოედანზე. შენობა არის ერთ სადარბაზოიანი. მაცხოვრებლების კომფორტისთვის იქნება დაყენებული ორი ლიფტი — სატვირთო და სამგზავრო. ბინები Eco City ‑ის მიერ გასაყიდად შეთვაზებული ბინების ფართობი 45-დან 100 კვ.მ.–მდეა. დაგეგმარება კომფორტულია და გააზრებული იმგვარად, რომ იყოს მოსახერხებელი სხვადასხვა შემადგენლობის ოჯახებისთვის. სტანდარტულად, ბინების რეალიზაცია ხორციელდება შავი კარკასის მდგომარეობაში, მაგრამ დეველოპერი მზად არის იდივიდუალური წესით შეასრულოს სხვა დამატებითი მოსაპირკეტებელი დამასრულებელი სამუშაოებიც. ფართის შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა პირობებით, მათ შორის განვადებით 3 წლის გადახდის ვადით. ერთდროული გადახდის შემთხვევაში, მყიდველს შეუძლია იქონიოს სასიამოვნო ფასდაკლების იმედი. დეტალების დაზუსტება, ისევე, როგორც სხვა ბინების გაყიდვის პირობების გასარკვევად, შეგიძლიათ ესტუმროთ როგორც დეველოპერის გაყიდვების ოფისს, ასევე, მის ოფიციალურ გვერდებს სოციალური ქსელებში.

დასრულების დრო: 2023 მალე

რაიონი: ბათუმი: ძველი ქალაქი და ცენტრი

ახლომდებარე ობიექტები: სკოლა

ახლომდებარე ობიექტები: ფიტნეს კლუბი

ახლომდებარე ობიექტები: სავაჭრო ცენტრი

განვადება: დიახ

იპოთეკა: დიახ

პირველი გადახდა: 50%

ჭერის სიმაღლე: 2,95 - 3,05

მდგომარეობა: შავი კარკასი

ასევე