საცხოვრებელი კომპლექსი არქი ვარკეთილი, მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ 10 წუთის სავალზე, ინფრასტრუქტურულად განვითარებულ ადგილას, მე-3 მასივში მდებარეობს. არქი ვარკეთილი მოიცავს ხუთ საცხოვრებელ სახლს, საბავშვო ბაღს და 8 000 კვ.მ. გამწვანებულ ეზოს, სადაც საბავშვო და სპორტული მოედნებია განთავსებული. მშენებლობაში გამოიყენება გერმანული ბრენდის YTONG-ის ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, რომელიც ტემპერატურას ინარჩუნებს და 40%-ით ზოგავს ენერგიას, რაც კომუნალურ გადასახადებს ამცირებს, ხოლო ფასადის მოსაპირკეთებლად Weinerberg-ის უმაღლესი ხარისხის აგური გამოიყენება.