m³ Saburtalo

$
1285.00

"m³ საბურთალო" გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას გაზარდოთ თქვენი პირადი სივრცე, იცხოვროთ თავისუფალ, მრავალფეროვან და კომფორტულ გარემოში, სადაც ბინას მთელი უბანი მოჰყვება. m³-ის კონცეფცია თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებსა და გემოვნებაზეა მორგებული.


უბნის ცენტრალურ ნაწილს პარკი დაიკავებს, რომლის გარშემოც გაშენდება ბულვარი და ველო ბილიკი. ტერიტორიაზე განთავსდება სპორტული მოედნები, სარეკრეაციო და გასართობი სივრცეები, რესტორნები, კაფეები, მაღაზიები, დახურული საცურაო აუზი, ფიტნესცენტრი, სტუმრის მისაღები და საერთო სამუშაო სივრცეები და ელექტრო დამტენები.



III ფაზა შედგება ოთხი დამოუკიდებლი - VII, VIII, IX და X ბლოკისგან.


III ფაზაში მოეწყობა ე.წ. „პლაზა“, სივრცე ღია კაფეებისა და რესტორნებისათვის. ოთხივე ბლოკში, პირველ სართულზე განთავსდება უბნისთვის საჭირო ყველა ობიექტი: კაფე, რესტორანი, აფთიაქი, მარკეტი და სხვა კომერციული სივრცეები და ელექტრო დამტენები


m² III ფაზაში გთავაზობთ ახალ შესაძლებლობას, შეიძინოთ ბინა თქვენთვის სასურველი ჩაბარების პირობით - თეთრი კარკასით ან გარემონტებული.


გარემონტებულ ბინაში დაგხვდებათ სამზარეულო ჩაშენებული ტექნიკით, სრულად მოწყობილი აბაზანა, ცენტრალური გათბობის სისტემა გათბობის ქვაბითა და რადიატორებით.


კომფორტი და უსაფრთხოება:

• 24 საათიანი დაცვის სამსახური

• სადარბაზოების, ლიფტების და ეზოების დასუთავება

• გამწვანების მოვლა


მშენებლობის დასრულების ვადა:

I ფაზა: I, II, III კორპუსები - 2021 წელი

II ფაზა: IV კორპუსი - 2022 წელი | V, VI კორპუსები - 2024 წელი

III ფაზა: IX კორპუსი - 2023 წელი | VII, VIII, X კორპუსები - 2024 წელი

IV ფაზა: XI, XII კორპუსები - 2026 წელი

რაიონი: საბურთალო

დასრულების დრო: 2025

ჭერის სიმაღლე: 2,7 - 2,84