საცხოვრებელი კომპლექსი ვაზისუბნის ცენტრალურ ნაწილში, მუსხელიშვილის ქუჩაზე, მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს 3 სახლს, კომერციულ ფართს, 3 000 კვ.მ. გამწვანებულ ეზოს, სადაც საბავშვო და სპორტული სივრცეებია მოწყობილი. მშენებლობისას გამოყენებულია გერმანული ბრენდის YTONG-ის ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, რომელიც ტემპერატურას ინარჩუნებს და 40%-ით ზოგავს ენერგიას, რაც კომუნალურ გადასახადებს ამცირებს.