არქი ვარკეთილი 2 არის საცხოვრებელი სახლი, რომელიც ვარკეთილის III მასივში, მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ 5 წუთის სავალზე შენდება. 18-სართულიანი პროექტისთვის გათვალისწინებულია 2 600 კვ.მ. გამწვანებული ეზო, სადაც საბავშვო მოედანი განთავსდება. მოსაპირკეთებლად ალუკაბონდის მაღალი ხარისხის მასალა, ხოლო მშენებლობაში გერმანული ბრენდის YTONG-ის ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი გამოიყენება, რომელიც ტემპერატურას ინარჩუნებს და 40%-ით ზოგავს ენერგიას, რაც კომუნალურ გადასახადებს ამცირებს.