Ecocity Krtsanisi

$
1300.00
$
1150.00
მშენებლობა მიმდინარეობს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა უბანში- კრწანისში. ლოკაცია ამაღლებულ გორაზეა, საცხოვრებელი კომპლექსი დაცულია ავტომანქანათა მავნე გამონაბოლქვისაგან და სხვა ფაქტორებისგან, რომლებიც გავლენას ახდენენ ჰაერის მდგომარეობაზე. კიდევ ერთი სასიამოვნო ბონუსი ბინის მყიდველებისთვის იქნება ფანჯრებიდან უმშვენიერესი ხედები. თავისუფლების მოედნამდე მანძილი - 3.7 კილომეტრია.

მშენებლობის ნაკვეთის ფართობი 8 000 კვ.მ. აღწევს. რაც იმას ნიშნავს, რომ ახალმოშენეებისათვის სხვადასხვა ინტერესებით, ეზო იქნება ფართო და კომფორტული. ტერიტორიაზე აუცილებლად იქნება თანამედროვე და უსაფრთხო სათამაშო მოედანი, დასვენების ადგილები და საკუთარი ბაღიც კი.

ტერიტორიაზე მდებარე მიწისქვეშა ავტოსადგომი შეძლებს 300 ავტომანქანამდე დატევას. ასევე, ეზოში დაგეგმილია დამატებითი ავტოსადგომები. პირველი სართულები დაეთმობა შიდა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. უკვე ზუსტად ცნობილია, რომ აქ იფუნქციონირებს ფიტნეს ცენტრი.

ეზოს პერიმეტრი შემოღობილია, აღჭურვილია ვიდეოთვალთვალო კამერებით. უსაფრთხოების კონტროლის სისტემები მოქმედებენ 24/7 რეჟიმში.

ახალ აშენებულ კომპლექსში საცხოვრებელი ბინები შეთავაზებულ იქნება სხვადასხვა ფართითა და გეგმარებით. ბინების ფართი მერყეობს 44-დან 125 კვ.მ.-მდე. გეგმარების ზოგიერთ ვარიანტში, ორი სველი წერტილია წარმოდგენილი, ასევე არის ბინები ორი ლოჯიით. შესანიშნავია პანორამული მინის კედლების მქონე აივნები, რომელთა ფართი 48 კვ.მ აღწევს.

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ბინა, როგორც თეთრი კარკასის მდგომარეობით, ასევე დასრულებული რემონტით. ასეთი შეთავაზება აუცილებლად დაფასდება მყიდველების მიერ, რომელთა შორის არიან ისეთებიც, ვისაც სურს თავისი გემოვნებით გაარემონტოს ბინა და ისეთებიც, ახალ სახლში რაც შეიძლება სწრაფად გადასვლას რომ ლამობენ.

რაიონი: კრწანისი

დასრულების დრო: 2024

კარგი კლიმატი და სუფთა ჰაერი: დიახ

ახლომდებარე ობიექტები: სკოლა

ჭერის სიმაღლე: 3,1 - 3,15