5 Khizabavari Street

$
850.00
$
830.00
საცხოვრებელი კომპლექსი House on Khizabarva Street - მრავალსართულიანი სახლები, დაპროექტებული ერთიან თანამედროვე სტილში, ყველა აუცილებელი სტანდარტების დაცვით.

საცხოვრებელი კომპლექსი House on Khizabarva Street თბილისში მოიცავს 2 საცხოვრებელ კორპუსს, რომელთა სიმაღლე 12 სართულია. კორპუსები შენდება თანამედროვე მასალებისა და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს კონსტრუქციის სიმყარესა და ენერგოეფექტურობას. ბლოკი A ექსპლუატაციაში შესულია 2019 წლიდან.

დაგეგმილია კომპლექსის აღჭურვა ჩქაროსნული უხმო ლიფტებით, აუცილებელი ტექნოლოგიური დანადგარებითა და ცენტრალური საინჟინრო კომუნიკაციებით. კომპლექსი იქნება სრულად გაზიფიცირებული. სრულდება შემოსასვლელებისა და საერთო სარგებლობის ადგილების ხარისხიანი მოპირკეთება.

კომპლექსს გააჩნია სრულად კეთილმოწყობილი და გამწვანებული ტერიტორია, რომელზეც გათვალისწინებულია:

  • საბავშვო სათამაშო მოედნები;
  • დასასვენებელი ზონა;
  • ავტომობილების დროებითი პარკირებისთვის გამოყოფილი ადგილები.

პროექტის თანახმად ტერიტორია იქნება დახურული და შემოფარგლული ღობით.
მთელს პერიმეტრზე იგეგმება სათვალთვალო კამერების დამონტაჟება. შენდება მიწისქვეშა პარკინგი.
კორპუსების პირველ სართულებზე განლაგდება მაღაზიები, ბუტიკები, ოფისები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები.
კომპლექსის ტერიატორია იქნება გამწვანებული, მოეწყობა სარეკრეაციო ზონები, დაირგება დეკორატიული ბუჩქნარი, ხეები და ყვავილნარი. კომპლექსის გარშემო ტერიტორიაზე მოეწყობა ტროტუარები და საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდება თანამედროვე ქუჩის სანათები.
საცხოვრებელი ბინები ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით. კომპანია სთავაზობს მობინადრეებს მრავალფეროვანი გეგმარების საცხოვრებელ ბინებს. მშენებლობის ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მარტივად შეიცვალოს ბინების კონფიგურაცია, შესაძლებელია რამოდენიმე ბინის გაერთიანებაც. გაყიდვაშია სტუდიო, ერთ, ორ, სამ და ოთხ ოთახიანი ბინები. საცხოვრებელი ბინების ფართი მერყეობს 29 დან - 138 კვ.მ -მდე.
ბინებში დაყენებულია დიდი მეტალო-პლასტმასის ფანჯრები ენერგოეფექტური მინა-პაკეთით. პროექტით გათვალისწინებულია ღია აივნები.

რაიონი: გლდანი

დასრულების დრო: 2025

კარგი კლიმატი და სუფთა ჰაერი: დიახ

სანდო მშენებელი: დიახ

ჭერის სიმაღლე: 2,95 - 3,05