მშენებლობა მიმდინარეობს თბილისში ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე (ყოფილი ჯიქიას ქუჩა). რაიონი გამოირჩევა კარგი ეკოლოგიით და რიგი სხვა უპირატესობებით, მათ შორის შესანიშნავი ხელმისაწვდომობით ტრანსპორტზე და ნაირგვარი ინფრასტრუქტურით.
კომპლექსის შიდა ინფრასტრუქტურის შემადგენლობაში გათვალისწინებულია კაფე, სუპერმარკეტი, მოლაპარაკებების ოთახი, ლობის მყუდრო ზონა, ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი. ღია მწვანე ვერანდაზე, რომელიც განლაგებულია მეორე სართულზე, წლის თბილ სეზონზე იმუშავებს კაფე. ყველა საზოგადოებრივი ადგილი აღჭურვილია ვიდეო სათვალთვალო სისტემებით, ხოლო ბინებში დამონტაჟებულია ვიდეოდომოფონები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახანძრო უსაფრთხოებას.
საცხოვრებელი კომპლექსის ირგვლივ ტერიტორიაზე ჩატარებული იქნება კეთილმოწყობის და გამწვანების სამუშაოები. აქ შეიქმნება სათამაშო ზონა ბავშვებისთვის, სივრცე სუფთა ჰაერზე დასვენებისთვის.
ყველაზე მოკრძალებული საცხოვრებელი – არის სტუდიოს ტიპის, ფართობით 32 მ2. ასევე არსებობს ვარიანტები ერთი ან ორი საძინებლით და სამზარეულო-მისაღებით. ყველაზე დიდ ბინაში, რომლის ფართობია 111.7 მ2 სამზარეულო ცალკეა გამოყოფილი. ყველა ბინაში გათვალისწინებულია აივანი, მათ შორის სტუდიოს ტიპის საცხოვრებელშიც.