არქი ვუდი თბილისის ყველაზე გამწვანებულ უბანში, დიღმის მასივში მდებარეობს. პროექტი გამოირჩევა როგორც არქიტექტურული ღირებულებით ასევე, საუკეთესო ადგილმდებარეობით ჩაჩავას ქუჩაზე. საცხოვრებელი სახლი 3000 კვ.მ. გამწვანებულ ეზოს, კომერციულ ფართებს, ღია და დახურულ ავტოსადგომებს მოიცავს. შენობის ფასადი გერმანული Caparol-ის აგურითაა მოპირკეთებული. მშენებლობისას გამოყენებულია გერმანული ბრენდის YTONG-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, რომელიც ტემპერატურას ინარჩუნებს და 40%-ით ზოგავს ენერგიას, რაც კომუნალურ გადასახადებს ამცირებს.