თბილისის ჰილსი უნიკალური პროექტია, რომელიც ბუნებასთან ჰარმონიულადაა შერწყმული.
კომპლექსი მდებარეობს ფერდობზე, რაც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, თბილისის გარეუბანში არსებული პანორამული ხედების, ყაზბეგის მთისა და შავნაბადის მონასტერის ხილვისა და ტკბობისა. აქ ჰაერის. კომპლექსთან მისვლა შესაძლებელია ორი გზით, ერთი კრწანისის რაიონიდან და მეორე - კი, რუსთავის გზატკეცილიდან. თბილისის ცენტრამდე მისვლის დრო არ აღემატება 15 წუთს.
ბინების გარდა, თბილისი ჰილსი საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე შესაძლებელია კერძო კოტეჯის შეძენა- როგორც ტანჰაუსის სახით, ასევე მიწის ნაკვეთისა- სამშენებლოდ. პროექტებზე მუშაობდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა IM არქიტექტურა, «პალმი», Wunderwerk, Kadarik Tüür Architects, Allianss Architects.
მშენებლობისა და კეთილმოწყობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის საერთო ფართი 331 ჰექტარს შეადგენს. პროექტის სიამაყე იქნება 110 ჰექტარზე მოწყობილი უზარმაზარი გოლფის მოედანი. იგი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და შეუძლია მსოფლიო დონის შეჯიბრებების მასპინძლობა.
საკუთარი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად განკუთვნილია ცალკე ტერიტორია, კომფორტული ცხოვრებისთვის, აქ დაგეგმილია:
ინტერნაციონალური აკადემია "ლოგოსი";
სპორტული დარბაზი;
საცურაო აუზი;
ჩოგბურთის კორტი;
კლუბური სახლი;
რესტორნები.
ადგილზე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, მიმდინარეობს 24-საათიანი დაცვა.
თბილისი ჰილსი აპარტამენტები გთავაზობთ 2-3-4-ოთახიან ბინებს 60-დან 130 კვ.მ.-მდე. გეგმარება ძალიან ფართოა. ერთი თავისებურებათაგანი - დიდი აივნებია, რომელთა ზომები ბოლო სართულზე 80 კვ.მ.-ს აღწევს. სახლებში გათვალისწინებულია გათბობა, სავენტილაციო და კონდიცირების სისტემები. მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე შესაძლებელია დამონტაჟებულ იქნას ნახევრად-ავტომატური ენერგომომარაგების სისტემები, მზის პანელებით.