Archi Central Park

$
2050.00
არქი ცენტრალური პარკი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი სახლია, რომელიც ურბანული და ბუნებრივი ლანდშაფტის ბალანსს ქმნის. გარდა იმისა, რომ იდეალურ ადგილას, გამწვანებულ სივრცეში, თბილისის ცენტრალურ პარკთან, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, პროექტს თავისი 6 000 კვ.მ. კეთილმოწყობილი გამწვანებული ეზო აქვს, სადაც სპორტული და საბავშვო ზონებია განთავსებული. 29-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ბინებიდან ულამაზესი პანორამული ხედები იშლება. პროექტი კეთილმოწყობილ ლობის და ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზს მოიცავს. მშენებლობისას გამოყენებულია გერმანული ბრენდის YTONG-ის ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, რომელიც ტემპერატურას ინარჩუნებს და 40%-ით ზოგავს ენერგიას, რაც კომუნალურ გადასახადებს ამცირებს, ხოლო ფასადი Fundermax-ის მაღალხარისხიანი მასალით არის მოპირკეთებული.

რაიონი: საბურთალო

დასრულების დრო: 2023 ან ადრე

ჭერის სიმაღლე: 2,95 - 3,05

მდგომარეობა: დასრულებული რემონტით