TETRA Residential Complex

$
850.00
საცხოვრებელი კომპლექსი Residential Complex მოიცავს თანამედროვე სტილის 3 საცხოვრებელ კორპუსს, რომელთა სიმაღლე 11-15 სართულია. კორპუსების მშენებლობა ხორციელდება ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვითა და სერტიფიცირებული მასალების გამოყენებით. საცხოვრებელი კომპლექსის პირველი ბლოკი ექსპლუატაციაში შესულია 2020 წლის დასაწყისში.

დაგეგმილია კომპლექსის აღჭურვა:
  • ჩქაროსნული უხმო ლიფტებით;
  • ცენტრალური საინჟირნო კომუნიკაციებით;
  • უახლესი ტექნოლოგიური მოწყობილობებით;

კომპლექსის გარშემო ტერიტორიაზე მოეწყობა ტროტუარები და საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდება სადღეღამისო სათვალთვალო კამერები, მოეწყობა მისასვლელი გზები ავტომობილებისთვის და სპეცტრასპორტისთვის, კომპლექსის ეზოში მოეწყობა მიწისზედა დროებითი საპარკინგე ადგილები, ასევე შენდება დიდი მიწისქვეშა პარკინგი.

ბავშვებისთვის მოეწყობა სხვადასხვა გასართობი საშუალებებით აღჭურვილი სათამაშო მოედანი. მობინადრეებისთვის მოწყობილი იქნება დასასვენებელი ზონა. კომპლექსის ტერიატორია იქნება გამწვანებული, მოეწყობა სარეკრეაციო ზონები, დაირგება დეკორატიული ბუჩქნარი, ხეები და ყვავილნარი.

დაგეგმილია საბავშვო ბაღის გახსნა, რაც დამატებითი კომფორტია მომავალი ბინათმფლობელებისათვის. კომპლექსის ტერიტორიაზე გამოყოფილი იქნება დიდი სივრცე სავაჭრო ობიექტებისათვის, აგრეთვე საოფისე და სხვა სახის კომერციული ობიექტებისთვის.

პროექტით გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის ერგონომიული დაგეგმარება, გაყიდვაშია ერთ, ორ, სამ, ოთხ და ხუთ ოთახიანი ბინები. საცხოვრებელი ბინების ფართი მერყეობს 45 დან - 105 კვ.მ -მდე, ჭერის სიმაღლე მერყეობს 3,1 – 3,3 მეტრამდე.

საცხოვრებელი ბინები ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით. ორმაგი მინა-პაკეტის ენერგოეფექტური კარ-ფანჯარა უზრუნველყოფს შესაბამის განათებას და კომფორტის მაღალ დონეს, რაც ამცირებს ბინის კომუნალური მომსახურების ხარჯებს. აივნების შემინვა არ ხდება.

რაიონი: ნაძალადევი

დასრულების დრო: 2023 ან ადრე

ახლომდებარე ობიექტები: სკოლა

ჭერის სიმაღლე: 3,1 - 3,15