არქი ნუცუბიძე საბურთალოს მშვიდ და მყუდრო ადგილას, ნუცუბიძის ფერდობზე, ლისის ტბიდან 5 წუთის სავალზე მდებარეობს. საცხოვრებელი სახლი სხვა შენობებისგან ესთეტიკურობით, დახვეწილი არქიტექტურითა და სტილით გამოირჩევა. 9-სართულიანი სახლი საცხოვრებელ ბინებთან ერთად, კომერციულ ფართსა და 2 000 კვ.მ. გამწვანებულ ეზოს მოიცავს, რომელშიც საბავშვო მოედანია გათვალისწინებული. მშენებლობისას გამოყენებულია მაღალი ხარისხის მასალა, ჰაიდელბერგცემენტის ბეტონი და გერმანული ბრენდის YTONG-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, რომელიც ტემპერატურას ინარჩუნებს, 40%-ით ზოგავს ენერგიას, რაც კომუნალურ გადასახადებს ამცირებს.