Lisi Green Town

$
1990.00
$
1890.00
ახალაშენებული კომპლექსი მდებარეობს დიდი ტყე–პარკის ზონასთან და ლისის ტბის ტერიტორიის სამეზობლოში. კომპლექსის ფანჯრებიდან იშლება მშვენიერი ხედები თბილისზე და მტკვრის ხეობაზე. მახლობლად არ არის სამრეწველო საწარმოები, არც ძირითადი მსხვილი ავტომაგისტრალები. საცხოვრებელი კომპლექსიდან მუხრან მაჭავარიანის ქუჩამდე არანაკლებ სამასი მეტრია.

კომპლექსი დაშორებულია ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით რვა კილომეტრით. ინფრასტრუქტურის ობიექტები ახალაშენებული კომპლექსის უშუალო სიახლოვეს ცოტაა, აქ არის რამდენიმე პატარა მაღაზია, სილამაზის სალონი, აფთიაქი და სასწრაფო დახმარების ცენტრი.

საცხოვრებელი კომპლექსი "ლისი გრინ თაუერი" დაპროექტებულია თანამედროვე სტილში საქართველოსთვის დამახასიათებელი ფართო ღია აივნებითა და ტრადიციული არქიტექტურის სხვა ელემენტების გამოყენებით.

პროექტით გათვალისწინებულია თითქმის მთელი ფასადის სრული შემინვა, პანორამული ფანჯრები სინათლის მაქსიმალურ ოდენობას ატარებენ შენობაში, რაც განათების ხარჯების შემცირებას განაპირობებს. კომპლექსის მშენებლობაში გამოიყენება ბუნებრივი მასალები.

ახალაშენებული კომპლექსის ტერიტორიის კეთილმოწყობა მოიცავს:
  • სავალი გზის საფარს და საფეხმავლო ბილიკებს;
  • გამწვანებასა და ლანდშაფტის დიზაინს;
  • მიწისქვეშა პარკინგსა და სასტუმრო პარკინგს.
კომპლექსის პირველ სართულზე დეველოპერის "ლისი დეველოპმენტი" მიერ გამოყოფილია ფართის სამი ადგილი, სადაც განთავსდება საკუთარი ინფრასტრუქტურის ობიექტები,.

რაიონი: საბურთალო

დასრულების დრო: 2023 მალე

კარგი კლიმატი და სუფთა ჰაერი: დიახ

ჭერის სიმაღლე: 2,95 - 3,05

მდგომარეობა: თეთრი კარკასი