პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს გამწვანება და საერთო სივრცეები ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. დენდროლოგიური პროექტი ითვალისწინებს 4 სეზონის ანტიალერგიულ გამწვანებას მთელი ტერიტორიის მასშტაბით. კომპლექსის ცენტრალურ ნაწილში განთავსდება ცენტრალური პარკი 2000 კვ მეტრი. ტერიტორიაზე იქნება ველო და საფეხმავლო ბილიკები, რომელიც პირდაპირ დაუკავშირდება მთაწმინდის პარკს, კუს ტბას და ბოტანიკურ ბაღს. მოეწყობა ღია და დახურული საბავშვო სივრცეები უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენებით.
მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსში გათვალისწინებულია საერთო სივრცეები მოსახლეობისთვის - სამუშაო, შეხვედრების და საპრეზენტაცი სივრცე , სპორტული დარბაზი და სპა ცენტრი.
კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ფართებში განთავსდება ყოველდღიური საჭიროებისთვის მაღაზია, აფთიაქი და სხვა კომერციული ობიექტები. ტერიტორიას 24 საათიან რეჟიმში გააკონტროლებს ვიდეო დაკვირვების სისტემა და ლოკაციაზე არსებული დაცვის სამსახურის თანამშრომლები.
ინდივიდუალური სახლი (თაუნჰაუსი): სიმეტრია პარკი აერთიანებს 31 სამსართულიანი ინდივიდუალურ სახლს იზოლირებული კედლით და ორი ტიპის - შიდა და წინა ეზოთი. შიდა ეზო - 90 კვ.მ წინა ეზო - 60 კვ.მ არსებობს 3 სხვადასხვა ტიპის შიდა ეზოს კონცეფცია - ინგლისური ბაღი, აგრარული ბაღი და თანამედროვე ბაღი. თაუნჰაუსებს ექნება დახურული პარკინგი ერთ ავტომობილისთვის, ხოლო 2 მანქანაზე გათვლილი ღია საპარკინგე ადგილი.
ინდივიდუალური სახლები არის ორი ტიპის:
სარდაფიანი/მარნიანი (370 მ2)
უსარდაფო (330 მ2).
სახლები ბარდება მწვანე კარკასულ მდგომარეობაში. გამოყენებულია ენერგო ეფექტური უმაღლესი ხარისხის მასალები და სიმეტრია პარკის მაცხოვრებელს გასაკეთებელი ექნება მხოლოდ ‘კოსმეტიკური’ რემონტი.